პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე - აუცილებელია აშშ-ის კიდევ უფრო ღრმად ჩართულობა იმისთვის, რომ შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება, ეს იქნება აქციის ძირითადი გზავნილი

16.11.20 11:45


აუცილებელია აშშ-ის კიდევ უფრო ღრმად ჩართულობა იმისთვის, რომ შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება, ეს იქნება აქციის ძირითადი გზავნილი - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, "ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მიმდინარე თემები განიხილეს. მისივე ინფორმაციით, მათ ოფისში ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

 

„დღეს იყო მუშა შეხვედრა, თითოეულ შეხვედრაზე ჩვენ ვიხილავთ მიმდინარე თემებს, ტექნიკურ დეტალებს შემდგომი ნაბიჯების, რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ხვალ გვექნება შეხვედრა და გავაგრძელებთ დეტალებზე მსჯელობას.

 

აქციაზე მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ აშშ არის ჩვენი უახლოესი მეგობარი და გვეხმარება ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში და აუცილებელია აშშ-ის კიდევ უფრო ღრმად ჩართულობა იმისთვის, რომ შეწყდეს ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფო მიტაცება.

ეს არის ძირითადი გზავნილი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები