პოლიტიკა

გია ვოლსკი - ჩვენთვის თითოეული ადამიანი წარმოადგენს მოქალაქეს, თუნდაც ის დროებით ცხოვრობდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

16.11.20 12:00


ჩვენთვის თითოეული ადამიანი წარმოადგენს მოქალაქეს, თუნდაც ის დროებით ცხოვრობდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთი ძალას იკრებს რეგიონში და რასაკვირველია, ეს გამოწვევა, რომელიც გარედან ემუქრება საქართველოს არის უნისონში იმ გამოწვევისა, რასაც სააკაშვილი და მისი კლასტერი უქადის დღეს საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილ ექიმზე საუბრისას.

 

მისი თქმით, „ეს ერთი უბედური ფაქტი არის შემადგენელი ნაწილი იმ დიდი უბედურებისა, რაც სააკაშვილმა საქართველოს დაატეხა თავს“.

 

„ოკუპაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის, სწორედაც, რომ განპირობებული იქნა სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებით, თუ უფრო მოღალატეობრივი ქმედებებით არა. დაუპირისპირდა მნიშვნელოვანწილად იმ მიმართულებებს, იმ სტრატეგიას, რაც გააჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროკავშირს და მივიღეთ ეს შედეგი, რომელშიც ადამიანები იღუპებიან, მიუხედავად მათი ეროვნებისა.

ჩვენთვის თითოეული ადამიანი წარმოადგენს მოქალაქეს, თუნდაც ის დროებით ცხოვრობდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ არა მარტო დაუშვეს ეს უბედურება, სადაც ადამიანები იღუპებიან, არამედ ხელი მოაწერეს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი და თურმე, ეს სწორედაც, საქართველოს ბრალია, რაც დღეს ხდება.

ვუსამძიმრებ ოჯახს და ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს ოსს თუ ქართველს, ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, ვინც შეეწირა ამ სასტიკ რეჟიმს, რასაც ოკუპაცია ჰქვია. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი ძალას იკრებს რეგიონში და რასაკვირველია, ეს გამოწვევა, რომელიც გარედან ემუქრება საქართველოს არის უნისონში იმ გამოწვევისა, რასაც სააკაშვილი და მისი კლასტერი უქადის დღეს საქართველოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, „საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“. მათივე ინფორმაციით, 14 ნოემბერს „წითელი ჯვრის“ ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვლი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები