პოლიტიკა

ისტორია არ შემოინახავს დეტალებს, ისტორია შემოინახავს შემდეგს: ან ერი, ამაყი გაიმარჯვებს ბოროტებაზე, ან ბოროტება გაიმარჯვებს ჩვენზე - ნიკა მელია

16.11.20 12:20


ენმ-ისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია ბათუმში ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოვიდა და მხარდამჭერებს მიმართა.

 

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოლიგაქრს, ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ ერთიანობა დაამარცხებს.


"ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ. არჩევნებს, რომელიც უბრალოდ არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს.

არჩევნები არ ჩატარებულა, მხოლოდ შედეგები დაიწერა.


...ისტორია არ შემოინახავს დეტალებს, ისტორია შემოინახავს შემდეგს: ან ერი, ამაყი გავიმარჯვებს ბოროტებაზე, ან ბოროტება გაიმარჯვებს ჩვენზე.


ძალიან დიდი რამე დევს სასწორზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესი დევს. თუ რამე არის დღეს საქართველოში ყალბი ეს ხელისუფლებაა - ამ ბრძოლას ჩვენ გამარჯვებამდე აუცილებლად მივიყვანთ, ამის შემდეგ ყველა პოლიტიკური დევნილიც დაბრუნდება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ყველა პოლიტიკური პატიმარი გამოვა და უკვე ცივილურ ჩარჩოებში და ფარგლებში დავიწყებთ პოლიტიკის კეთებას.


რეჟიმი ყველას დასამარცხებელია, ექსკლუზივი არ აქვს ამაში არავის, სადაც საჭიროა იქნება უკომპრომისო ბრძოლა - არანაირი უკან დახევა - მიმართა ნიკა მელიამ ბათუმში შეკრებილ ადამიანებს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები