პოლიტიკა

ერთი დღე პომპეოს ვიზიტამდე - ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

16.11.20 14:00


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზალიკოს უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ერთიანია და ერთობლივ ფორმატში მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის განხილვაც.


როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სტრატეგია, რითაც გაერთიანება ხელმძღვანელობს - მეორე ტურებში არ მონაწილეობა და საპროტესტო აქციების გაგრძელება, უცვლელია.


„ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს, ესეთია ჩვენი გადაწყვეტილება.

იმ ფონზე რა არჩევნებიც ჩატარდა, მეორე ტურში შესვლა სირცხვილია.


რაც შეეხება დღევანდელ კონსულტაციებს, ვიმსჯელებთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორეების დახმარებით მიმდინარეობს. სწორედ ეს იქნება შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა“ - აღნიშნა უდუმაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები