პოლიტიკა

გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილი კარგად არ იქცევა უკვე დიდი ხანია

16.11.20 15:00


მიხეილ სააკაშვილი კარგად არ იქცევა უკვე დიდი ხანია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბიკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციას და საზოგადოებას ერთი ფუნდამენტური აზრი აერთიანებთ და მიხეილ სააკაშვილი მათთვის ცენტრალური საკითხი არ არის.

 

„ოპოზიციას, ისევე როგორც საზოგადოების უდიდეს ნაწილს, აერთიანებს ერთი მთავარი საკითხი, ეს არის ფუნდამენტური წესი - უმრავლესობის ნების გარეშე, რომელიც გამოხატული უნდა იყოს არჩევნებში ნების თავისუფლად დაფიქსირებით, არავინ შეიძლება დარჩეს საქართველოს ხელისუფლებაში, არც ეს სამარცხვინო ხელისუფალი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური „კლოუნების“ გარემოცვა და არც ამაზე უკეთესი მთავრობაც რომ იყოს. ეს არის, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აერთიანებს და ოპოზიციაც მისი ნაწილია. ამ ოპოზიციის შიგნით არის ერთი მსხვილი ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ამ მანიპულირებული შედეგებით სხვებზე უფრო დიდი შედეგი აჩვენა, სადღაც 27% და არის დანარჩენი ოპიზიცია, რომელიც პროტესტის ამ პროცესში მონაწილეობს და რომელსაც 16-17% აქვს, თუმცა ჩვენს შორის არის სხვა, დიდი განსხვავებები და ეს შეეხება სააკაშვილის ფიგურასაც, მის საქციელს, დამოკიდებულებას, ოღონდ ეს მეორე საკითხი არ არის ცენტრალური საკითხი. მე მესმის, რომ ივანიშვილი პროპაგანდის ორგანოების მხრიდან, რომლებიც ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, აქაც არიან წარმოდგენილები, ამ საკითხზე ფოკუსირების ეს ინტერესი არსებობს, მაგრამ, ეს არ არის მთავარი საკითხი და საკითხების პირველ ხუთეულშიც არ ხვდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ეწევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძეც ივანიშვილის პროპაგანდას, როდესაც საუბრობს, რომ აქციებზე „მიშას სკანდირებენ“.

 

„ბარამიძე, უბრალოდ, არასერიოზულად იქცევა“, - აღნიშნა ბოკერიამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები