პოლიტიკა

თუ ვინმეს არჩევნების გაყალბება და ოფისების დაწვა ნორმალურად მიაჩნია, მაშინ სირცხვილის კორიდორში უნდა გაიაროს - ნინო ბურჯანაძე

16.11.20 15:20


ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ლევან ვარშალომიძის წინადადებას ეხამურება, რომლის მიხედვითაც 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მისულმა ამომრჩეველმა სირცხვილის კორიდორში უნდა გაიაროს. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ნორმალურად თვლიან ხმების მოპარვასა და არჩევნების გაყალბებას, სწორედ სირცხვილის კორიდორში უნდა გაიარონ:


„მე მიმაჩნია ერთი რამ - მე მაგალითად თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმები თუ რომელიმე ამომრჩეველი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხმები უნდა იყოს დაცული და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა უნდა იქნას მოპარული და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები