პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სირცხვილის დერეფნების თუ კორიდორების მოწყობა ამომრჩეველზე ძალადობაა

17.11.20 11:00


„სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა ამომრჩეველზე ძალადობაა, – ამის შესახებ სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას არჩევნებში ან რეფერენდუმში.

 

„რაც შეეხება სირცხვილის დერეფნების თუ კორიდორების მოწყობას, როგორც უნდა უწოდონ, ეს არის კიდევ ერთხელ ძალადობა ამომრჩეველზე, კიდევ ერთხელ ძალადობა და დაცინვა ქართველ ხალხზე. ამავდროულად, თუ კიდევ დაიწყებენ ამის განხორციელებას, ძალიან სერიოზული შანსი არსებობს, რომ ამითი ჩაიდინონ ჩვეულებრივი დანაშაული, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვას არჩევნებში ან რეფერენდუმში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები