პოლიტიკა

მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18.11.20 10:00


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

 

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან მართავს.

 

ამასთან, მთავრობის მეთაურთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს.

 

ცნობისთვის, მაიკ პომპეო თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს, 18 ნოემბერს მართავს. აღსანიშნავია, რომ არ იგეგმება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები