პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს არჩევნებში საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელზე თავდასხმებს გმობს

20.11.20 14:20


„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლები ახორციელებენ უსაფუძვლო თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის თავმჯდომარის პირადი მიუკერძოებლობის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი აცხადებს.

 

„მისი განცხადებები, რომლებიც ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, გაკეთდა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად. მართალია, ყველას აქვს უფლება, არ დაეთანხმოს მათ მიგნებებსა და დასკვნებს, დაუშვებელია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიუკერძოებლობის კითხვის ქვეშ დაყენება. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ“, - განაცხადა დაემსმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები