პოლიტიკა
20.11.20 17:40
მსჯელობა იყო, რა სახით შევგებებოდით ვითომ არჩევნებს და რეალურად, გაყალბების პროცესს, რომელსაც მეორე ტურს ეძახიან. ამ დღის შესაფერისი და ყველაზე ადეკვატური არის სრული იგნორი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ პარლამენტში შესვლა არა გამოსავალი, არამედ გაყალბების დაკანონება იქნება, რაც ქვეყანას დააზიანებს.
„ოპოზიცია რეგულარული აქციების რეჟიმშია. ცოტა ხნის წინ მასშტაბური აქცია გვქონდა. მსჯელობა იყო, რა სახით შევგებებოდით ვითომ არჩევნებს და რეალურად, გაყალბების პროცესს, რომელსაც მეორე ტურს ეძახიან. ამ დღის შესაფერისი და ყველაზე ადეკვატური არის სრული იგნორი. შეიძლება ცალკეულმა ჯგუფებმა რამე გააკეთონ, მაგრამ მთლიანობაში, ოპოზიცია ამ პროცესს აიგნორებს.
გამოსავალია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს, რადგან აქამდე ვხედავთ, შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებსა და საქციელს, რიტორიკას.
მოთხოვნები მაგიდაზე, რომელიც არის ადეკვატური, ლეგიტიმური. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც საუბრობენ, რომ პარლამენტში შესვლაა მთავარი, საუბრობენ არჩევნების ფატალურ გაყალბებაზე. ამ პარლამენტში შესვლა არ იქნება არც გამოსავალი, პარლამენტარიზმი, ეს იქნება გაყალბების დაკანონება გრძელვადიანი პერსპექტივით და დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე, იმის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ერთიანობაში რამე ბზარია და ვინმე პარლამენტში შესვლას აპირებს, ოპოზიცია მყარია. „ქართული ოცნების“ ამოცანა და მცდელობაა, რომ თითქოს, რაღაცა ხდება, იტყუებიან, მეორე ტურებისთვის ემზადებიანო. მეორე ტურში ნახავენ, რომ არავინ მონაწილეობას არ იღებს. იმასაც იტყუებიან, რომ ვიღაც ცალკე შევა. ეს მოცემულობა დღეს არ არსებობს. ერთიანობით იმას უნდა მივაღწიოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24