პოლიტიკა

ელისაშვილი: საჩხუბრად წავალ, პირველი სესია ზურნა-დუდუკით რომ არ ჩაატარონ

24.11.20 12:00


„საჩხუბრად წავალ, პირველი სესია ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით, რომ არ ჩაატარონ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში მმართველი გუნდის მიერ საპარლამენტო სესიის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ალეკო ელისაშვილის თქმით, ახლა მმართველი გუნდის ჯერია და სწორედ მათი მხრიდან უნდა იქნას გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი.

 

„წავალ ჩემს მხარდამჭერებთან ერთად, დავირაზმები, რომ წავიდე საჩხუბრად.

პირველი სესია ზურნა-დუდუკით და დაფდაფებით რომ არ ჩაატარონ, სწორედ ამისთვის. ვიღაცას კი ვარ ვემუქრები უბრალოდ მართლა დიდი უპასუხისმგებლობაა კრიზისის ასე გაჭიანურება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კრიზისის ფონზე.

წალეკილია, ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს. აღმოჩნდა, რომ არაფერი გაუკეთებიათ, სხვას არ ჰკითხეს და თვითონ არ იცოდნენ.

 

„ქართული ოცნების“ ჯერია თუ უნდათ, რომ ეს კრიზისი დასრულდეს, მაშინ ნაბიჯი უნდა გადადგან. კონკრეტული წინადადებით მოვიდნენ“, - აცხადებს ელისაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები