პოლიტიკა

"ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

24.11.20 12:20


პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

 

შეხვედრის დაწყებამდე "ლელოს" წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს. ბუაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და კვლავ ითხოვს ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

 

„ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამის გარშემო არის გაერთიანებული დღეს ოპოზიციური სპექტრი. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ე.წ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს გვექნება საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ პირობების ერთგული ვრჩებით.

აქციაც დაგეგმვის პროცესშია. თუ როგორი იქნება და რა ფორმის, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა ამ პროტესტისთვის ოპოზიცია ემზადება“, -განაცხადა ბუაძემ.

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები