პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი - როგორ უნდა დარჩეს „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესებს მიღმა, როდესაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს აღებული

24.11.20 15:40


გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, გარკვეული პარტიები მოშორებული, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიბრძვით საერთო მიზნისთვის და ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან საკუთარი ღირებულებებით, არაინ პარტიები, რომლებიც დაშორებული არიან ერთმანეთთან, მაგრამ ეს ამ რეალობას არ ცვლის.

 

„ჩვენ ერთნი ვართ მთავარ მიზანში, შევთანხმდით, არ შევდივართ პარლამენტში, რადგან მოპარულია არჩევნები და ამას იზიარებს ყველა პოლიტიკური პარტია, მიუხედავად იმისა, რომელი უფრო ახლოს არის ან დაშორებულია ერთმანეთთან.

ყველა ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ბუნებრივია, ეს ყოველთვის ასე იქნება, გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, გარკვეული პარტიები მოშორებული, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიბრძვით საერთო მიზნისთვის და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ. როგორ უნდა დარჩეს „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესებს მიღმა, როდესაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს აღებული. ჩვენი თანამოაზრე პარტიები გაერთიანებული არიან ჩვენთან ბლოკში. ბლოკი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები