პოლიტიკა
24.11.20 16:20
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმებულიყო.
როგორც კახაძემ აღნიშნა, იმ რეკომენდაციების ფონზე, რომელიც კარგად იცოდა ოპოზიციურმა სპექტრმა, თავყრილობები მაინც მოაწყო.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან იყვნენ, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ეპიდვითარება.
„ეს ეპიდემია ყველასთვის დიდი გამოწვევაა. სამართავადაც რთულია, ძალიან საინტერესოა დაგროვილი ცოდნის სწორად გადანაწილება. სწორედ ასეთ დროს ყველაზე დიდი გამოწვევა თავყრილობებია. პირადი უსაფრთხოება გადის სხვათა უსაფრთხოების პატივისცემაზე - თუ ჩვენ განვიხილებით პოტენციურად ამ ვირუსის მატარებლად ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სხვას შემთხვევით არ გადავცეთ.
შვედეთმა, რომელსაც ლიბერალური მიდგომა აქვს ამ საკითხის მიმართ, 8 ადამიანზე მეტი არ დაუშვეს შეკრებაზე“, - აღნიშნა ლადო კახაძე.
მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ამ თავყრილობებმა, დემონსტრაციებზე უწესრიგობამ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ინფიცირების რაოდენობა გაზრდილიყო.
კახაძის თქმით, პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნებლობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს.
„გულსატკენია ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიღაცამ მოისურვა ამ სიტუაციის დამძიმება ხელოვნურად და პირდაპირ დასვა ამ არჩევნების ჩარჩოზე. გული მტკივა, მაგრამ ოპოზიციურმა ფრთამ, დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია დამძიმებულიყო, რამეთუ მათ იცოდნენ რეკომენდაციების დონეზე, რომ თავყრილობები არასასურველია, რომ შესანიშნავი გარემოა იმისთვის, რომ ამ დაავადებამ თავისი ფრთები გაშალოს. მაგალითიც გვაქვს უკვე. გვქონდა ციფრები ზაფხულიდან გამოყოლილი.
დავინახეთ ჯიუტად პირბადის გარეშე ერთმანეთის გვერდიგვერდ, არეულად, დისტანციის გარეშე ბევრი ადამიანის თავყრილობა. ეს ადამიანები ერთი ლოკაციიდან კი არ იყვნენ, სხვადასხვა ლოკაციიდან იყვნენ. მივიღეთ, ის რომ ამ თავყრილობის ადგილებიდან ეს ადამიანები საწყის ლოკაციას დაუბრუნდნენ და იქაც იფეთქა ამ დაავადებამ. ამ თავყრილობებმა, დემონსტრაციებმა უწესრიგოდ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ინფიცირების რაოდენობა გაზრდილიყო.
ინფიცირების წყარო გაძლიერდა არასწორი მოპყრობის გამო. ამბობდნენ გაზაფხულზე ეპიდვითარება აუფეთქდებათო- ისე იძახდნენ აუფეთქდებათო, თითქოს ჩვენ სხვები ვიყოთ. ეს არის მავნებლობა. არ ვერიდები ამ სიტყვას. ეს უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის. პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნეობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს“, - დასძინა ლადო კახაძემ.
ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზების რუსთაველის გამზირსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მხარდამჭერებთან ერთად გააპროტესტა.
21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. ამასთან, კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში მმართველ გუნდს 90 დეპუტატი ეყოლება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24