პოლიტიკა

"არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს"- მეუფე იაკობი ხელისუფლებას და ოპოზიციას "მათთან მისვლას" სთავაზობს

24.11.20 17:00


ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი არჩევნების საკითხს ეხმაურება და ამბობს: "არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ".

 


მისი თქმით, ის, „დღეს რაც ხდება, ყველას დანაშაულია“.

 

„არ შეიძლება ქართველის ასე გაყოფა. ვინც არ უნდა ყოფდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებენ. რატომ უნდა ხედავდნენ უცხო ქვეყნები ეკლესიის როლს? ჩამოვიდნენ, ნახეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს აუცილებელია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ, მაგრამ ჩვენთან, ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ ამერიკელებს. თვითონაც ხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენს ტრადიციებს აფასებენ. ჩვენი ეკლესიის როლს აფასებენ ამ ტრადიციების დაცვაში. ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ ძველი დროიდან ვარსებობთ და ახლა ყოველ 15 წუთში ვერ შევიცვლით ჩვენს აზრებს და ცხოვრების წესს. მინდა ერმა იცოდეს, არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს სურვილი ჩვენთან მოსვლის. ჩვენთან არავინ მოსულა პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან. ვისურვებდი, პოლიტიკოსები ისე მოქცეულიყვნენ, რომ საქართველომ გაიმარჯვოს. საქართველო ჩვენი საერთო სახლია და ნუ დავასუსტებთ.

ერთმანეთს ნუ ვეომებით და ნუ ვჩხუბობთ. გამოსავალი უნდა ვნახოთ საქართველოს საკეთილდღეოდ. სულ ასე ერთმანეთის ჭამაში როგორ უნდა ვიყოთ? რა კარგი ერი ვართ, როგორი ნიჭიერი ერი ვართ, კონკურენტუნარიანები ვართ უცხოეთშიც რომ გავდივართ და ერთი საქართველოსთვის ვერ მოგვივლია. იმედია, მოვუვლით და გადაივლის ეს ყველაფერი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები