პოლიტიკა

კალაძე: არ დავუშვებთ სახელმწიფო მიწების მიტაცებას! 

25.11.20 10:45


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში სახელმწიფო მიწების მიტაცების და მასზე უკანონო მშენებლობის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მისი თქმით, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

 

„ამან უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო და ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს.

ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

 

მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დაავალა, რომ შესაბამისი ქმედებები დღეიდანვე დაიწყოს.

 

„ვიცი, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე გაფრთხილება უკვე მიცემული გაქვთ, რომ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ, რომლებსაც ისინი აშენებდნენ.

თუ ამას არ იზამენ, თქვენვე გაუკეთეთ ამ ყველაფერს დემონტაჟი.

 

შეგიძლიათ დაიხმაროთ შსს. მინისტრთან კონსულტაციები მქონდა და ყველანაირად გექნებათ თანადგომა, რომ ეს უმსგავსობა დავამთავროთ დედაქალაქში.

 

ეს მიწები არც ჩემია, არც თქვენი, ეს სახელმწიფოსია. არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს. იმ ადამიანებს რას პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები