პოლიტიკა

ინაშვილი: მემორანდუმი უნდა შედგეს მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება

25.11.20 15:40


აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის პოზიცია კვლავ უცვლელია.

 

ირმა ინაშვილი ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ კონფიდენციალურია.

 

ამასთან, ინაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი სივრცე იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს მმართველ გუნდთან.

 

ინაშვილის თქმით, დიალოგი და მოლაპარაკება შედგება მაშინ, როცა წითელი ხაზები წაიშლება.

 

„ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, დეტალებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან ეს დეტალები კონფიდენციალურია. ძალიან რთული პროცესი მიმდინარეობს, ვემზადებით მესამე რაუნდისთვის, ყველა სიტყვა არის მოსაზომი.

იმიტომ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, რომ სივრცე დარჩენილია.

 

შემიძლია კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირო, ჩვენი პარტიის პოზიცია, ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ცესკოში, ეს ყველაფერი მიბმულია იმ საკითხთან, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს. დისკუსიის და დიალოგის შედეგი ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებამდე. ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე.

 

ვიმეორებ ჩემი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არამარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება.

მემორანდუმი უნდა შედგეს ძალიან მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები ინიშნება. ასეთ შემთხვევაში ვილაპარაკებთ ჩვენ იმ ცვლილებებზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ინაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები