პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაის ინფორმაციით, საქართველოს ვარშავის სამიტზე MAP-ს არ მიანიჭებენ

19.05.16 18:30


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ინფორმაციით, საქართველოს ვარშავის სამიტზე MAP-ს არ მიანიჭებენ. აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფოკუსირება უნდა მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე.

”გადაწყვეტილება რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე და როგორ შეიძლება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება შესაძლოა ფურცელზე გაჩნდეს - არის სწორი და მართებული მიდგომა რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. არ გვინდა MAP-ის გაფეტიშება... არ ვაქციოთ პოლიტიკური დისკუსიის საგნად. MAP-ს საქართველოს სამიტზე არ მიანიჭებენ. რასაც საქართველოს მთავრობა გააკონტროლებს და აქ ჩვენ, არის დანარჩენი ანუ ყველაფერი MAP-ის გარდა”, - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი წევრობისთვის მოსამზადებლად.

”წლიური ეროვნული პროგრამა თითქმის იგივეა რაც MAP-ი. ადრეც მისაუბრია, გასათვალისწინებელია რა რეგიონალური გართულებები შესაძლოა იყოს იმ შემთხვევაში თუ საქართველო MAP-ს მიიღებს და ნატო-ს არ ეცოდინება თუ როდის შეიძლება საქართველო უკვე MAP-ის შემდეგ წევრი გახდეს. ამ საკითხების განხილვა ლეგიტიმურია”, - აღნიშნავს გენერალუდი მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები