პოლიტიკა

ბოიკოტის მიუხედავად, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა 

26.11.20 10:45


ცეს­კოს სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა­ზე წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით ცხრა პარ­ტი­ამ მი­მარ­თა. ხუთ პარ­ტი­ას კი, რო­მელ­საც 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბა ეკუთ­ვნის, ცეს­კო­ში გა­ნა­ცხა­დი არ შე­უ­ტა­ნია.

 

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღე­ბი 14 პარ­ტია გახ­და – 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე 1%-იანი ბა­რი­ე­რი ცხრა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტმა გა­და­ლა­ხა. მათ­გან ორი სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი იყო და ორი­ვე ბლო­კი ერ­თად, შვიდ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას აერ­თი­ა­ნებ­და.

 

2020 წლი­დან, და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღე­ბი ე.წ. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი შემ­დე­გი პარ­ტი­ე­ბი გახ­დნენ: – “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”, “მოძ­რა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის“, “პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“, “ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი” “გი­ორ­გი ვა­შა­ძე-სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, “კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“, “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“, “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, “გირ­ჩი“ და “ლელო“.

 

ამას­თან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ პარ­ტი­ებს 25 ნო­ემ­ბრამ­დე ჰქონ­დათ დრო, რათა და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად ცეს­კოს­თვის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა წა­რედ­გი­ნათ.

 

“ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას წე­რი­ლო­ბით 14-დან ცხრა პარ­ტი­ამ მი­მარ­თა. ეს პარ­ტი­ე­ბი არი­ან: “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო”, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და მას­თან ერ­თად სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ­ში შე­მა­ვა­ლი: – “მოძ­რა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის”, “პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“ და “ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“; ასე­ვე, “გი­ორ­გი ვა­შა­ძე-სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ და “კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“.

 

შე­სა­ბა­მი­სად, ცეს­კოს­თვის და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად არ მი­უ­მარ­თავს: “პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს“, “ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას“, “მო­ქა­ლა­ქე­ებს“, “გირჩსა“ და “ლე­ლოს“.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები