პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა

26.11.20 12:00


პარლამენტში შესვლა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყება უმნიშვნელოვანესია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას და ამით პატივი სცენ ელექტორატის დემოკრატიულ არჩევანს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა.

 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ბოიკოტის და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ვითარების გარდა, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასა და მის ხელმძღვანელ, ტინი კოქსზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და კიევიდან მასზე თავდასხმას გამოეხმაურა.

 

„სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და მათ სინდესზეა, რასაც ისინი ამბობენ. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და ეს არის ეუთო/ოდირი. მე მათ სრულად ვუჭერ მხარს. ისინი ისე აკვირდებიან არჩევნებს, უწევენ მონიტორინგს საარჩევნო პროცესს და წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში, როგორც ამას სხვა ქვეყნებში აკეთებენ. ისინი არჩევნებზე დაკვირვებისას იცავენ და პატივს სცემენ საერთაშორისო სტანდარტებს. ვფიქრობ, მათზე პერსონალურად განხორციელებული შეტევა უბრალოდ არასამართლოანია“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები