საზოგადოება
26.11.20 13:00
სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარედ, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა.
ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.
„სამგორის რაიონში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს არის რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 8 000 კვ.მ ფართობზე, რომლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება.
დაირგო ახალი ხე-მცენარეები, დასასვენებელი სივრცეები, გაჩნდა ატრაქციონები და სასიამოვნოა, რომ ცივი ამინდის მიუხედავად, სკვერში ბავშვები არიან და ვარჯიშობენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და პოპულარიზაციას.
ჩვენი მიდგომაა, არა მხოლოდ სამგორის რაიონში, არამედ ყველა სხვა რაიონში, სადაც შესაძლებელია განახლება და მსგავსი სივრცეების მოწყობა, ყველგან განვახორციელოთ მსგავსი პროექტები. სიმწვანე და გაუმჯობესებული ეკოლოგია, ეს ის არის, რაც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო განათების, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემები, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკები, მშრალი ტიპის შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, დეკორატიული საყვავილე ქოთნები, ველოპარკინგი, სასმელი წყლის სოკო და წყარო, ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა.
ჩატარდა გამწვანების სამუშაოები: დაირგო სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი, ასევე, 1879 ძირი ბალახოვანი მცენარე; 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.
პროექტი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24