პოლიტიკა

გიგი უგულავა - საერთო კონსენსუსი არსებობს, პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება

27.11.20 16:40


ოპოზიციის საერთო კონსენსუსი არსებობს - ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორთან და ბიზნეს ჯგუფთან შეხვედრას გეგმავენ.

 

"ხვალ, 14:00 საათზე შეკრებაა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, სადაც ყველა პარტია ვიქნებით წარმოდგენილი. რამდენიმე იდეა განვიხილეთ და გეგმების შესახებ სრულად ხვალ ვისაუბრებთ. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, საერთო კონსენსუსი არსებობს - პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება, ეს შემიძლია დავადასტურო. ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება. პარალელურად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვინდა. ასევე ბიზნენის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვგეგმავთ, საუბრის თემა ბუნებრივია, ორი იქნება - საპროტესტო მოძრაობა, რატომ ვთვლით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება და რა თქმა უნდა, კოვიდ რეგულაციები, რადგან ვხედავთ, ეკონომიკის კოლაფსს, რომელზეც ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს. ის რაც ჩვენ ვნახეთ, ეკონომიკის მთლიანი მოკვლაა და არა შუალედური და ოქროს გზა", - განაცხადა უგულავამ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა კორონავირუსთან ჩაფლავებულია.

 

"ამ მთავრობის ხელში ორმაგი დარტყმის ქვეშ ვართ - ბრძოლა კორონავირუსთან ჩაფლავებულია, ეკონომიკა ამ რეგულაციებით მომსპარია! ეკონომიკის მიმართულებით ძალიან მძიმე დღეები გველოდება", - განაცხადა უგულავამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები