პოლიტიკა

შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება უნდა შეიზღუდოს პარლამენტის, და არა მთავრობის მიერ - საია ფიტნესკლუბ "Reformerfitnes"- ზე

30.11.20 16:20


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ბათუმის ფიტნესკლუბის - Reformerfitness-ის ინციდენტს ეხმაურება და საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც გუშინ გამოძიება დაიწყო.

 


"საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არაკონსტიტუციურია. მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაწესებული საკარანტინო ღონისძიებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან პარლამენტმა მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება გადასცა კონსტიტუციის დარღვევით. საქართველოს კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის, და არა მთავრობის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ფიტნესკლუბი დალუქა და გუშინ "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ბინად იქირავა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები