პოლიტიკა

ანა მიქელაძემ ცესკო დატოვა - რა ხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში?

01.12.20 11:30


საარჩევნო კომისიის უცვლელმა პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოს პრესსპიკერის თანამდებობა დატოვა.მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, პოსტს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

 

ცნობისთვის, "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ანა მიქელაძემ პოსტი არჩევნების მეორე დღესვე დატოვა.

 

ერთ-ერთი ვერსიით გადაყყვეტილების რეალური მიზეზი "გაყალბებული არჩევნებია".

 

"ნიუპოსტი" ანა მიქელაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.

 

მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა"- წერს ანა მიქელაძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები