პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი - ნატო-მ უნდა განაგრძოს საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერა, მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ მას ევროინტეგრაციის გზაზე

03.12.20 13:00


13-მა ქვეყანამ ნატო-ს მოუწოდა ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნოს და საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს, – ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ნატო-მ უნდა განაგრძოს საქართველოს და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა“, – აცხადებს ლინკევიჩუსი.

 

როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ შეხვედრაზე ლინას ლინკევიჩუსმა ლიეტუვის გარდა, ჩეხეთის, ლატვიისა და სლოვაკეთის სახელით ისაუბრა. მან მოკავშირეთა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს პარტნიორებთან – საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე.

 

დამატებით მან ნატო-ს მოკავშირეებს წარუდგინა 13 ქვეყნის წერილი, რომლებიც ნატო-ს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს ფოკუსი ღია კარის პოლიტიკაზე.

 

ეს წერილი ლიეტუვის ინიციატივით მომზადდა.

 

„ჩვენ მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვაქვს სურვილი, წავახალისოთ გამოსავლის გზების ძიება, რომლითაც პარტნიორების გაძლიერებას შევძლებთ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები