პოლიტიკა

300-ლარიანი ერთჯერრადი დახმარება არაა საკმარისი, 1000 ჯობია, მაგრამ ესაა რისი გაღებაც შეგვიძლია - მინისტრის პასუხი მოსახლეობას

03.12.20 13:40


ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცნობიერებს, რომ ერთჯერადად სახელმწიფოს მხრიდან 300-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა.

 


თურნავა აღიარებს იმასაც, რომ 300 ლარს 1000 ჯობია, თუმცა ამბობს, რომ ესაა ის, რისი გაღებაც შეუძლიათ.

 

"არ არის საკმარისი, 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია, რომ გავწიოთ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ეს არის დროებითი, დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად აქტიურად ითხოვს სავაჭრო სექტორი მალე გახსნას, მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ, ისინი ამბობენ - ვიმუშავებთ, გაგვხსენით... მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია", -განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები