პოლიტიკა

სარესტორნო ბიზნესისთვის სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება იწყება

03.12.20 14:40


მთავრობის გადაწყვეტილებით, სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნების გათვალისწინებით, "აწარმოე საქართველოში" პაკეტში ცვლილებები შედის და სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამა იწყება.

 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რესტორატორებმა უნდა მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს.

 

"განაცხადების მიღება უკვე ხვალიდან დაიწყება, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ სარესტორნო ბიზნესი არის რთულ მდგომარეობაში და ამიტომ ჩვენ გვინდა, შევუმსუბუქოთ ამ ბიზნესს სესხებთან დაკავშირებული ტვირთი. ანუ, ხვალიდან დავიწყებთ განაცხადების მიღებას ბანკებიდან, მოვუწოდებთ რესტორატორებს, მიმართონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ისინი საბანკო სესხის პროცენტის სიმძიმეს უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ვერ იგრძნობენ. ამასთან, ეს იყო რესტორანთა ასოციაციის მთავარი მოთხოვნა და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ამასთან, მთავრობა სხვა კუთხითაც ეხმარება სარესტორნო ბიზნესსა და, ზოგადად, ტურისტულ სფეროს, სწორედ ამ დარგისთვის კეთდება უპრეცენდენტო საგადასახადო შეღავათები, როგორიცაა ოთხი თვის განმავლობაში ქონების გადასახადის ჩამოწერა და 2021 წლის ქონების გადასახადისგან, პრაქტიკულად, გათავისუფლება, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები