პოლიტიკა

გიგა ბოკერია: არ შეიძლება იმ პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოში შესაძლებელია ძალაუფლების მიტაცება

03.12.20 15:00


პარტია “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა ვადამდელი არჩევნების საკითხი, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა.

 

ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ოპოზიციის ყველა წინადადება არჩევნებს უკავშირდება და სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

 

„ჩვენ, პარტიები ყველა თემაზე ვიკრიბებით რუტინულად. ჯერ არანაირი სიახლე არ გვაქვს მესამე რაუნდთან დაკავშირებით და პოზიციური პატიების პოზიციაც უცვლელია – ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ განიხილავს სხვა წინადადებას. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალბათ, ბატონი ალეკოც საუბრობს, რადგან ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ნორმალურად ჩატარებას სჭირდება არსებითი ცვლილებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კითხვაზე, რას იზამს ოპოზიცია, თუკი “ოცნება” მაგალითად, 2024 წლის არჩევნებზე ბარიერის დაწევას, ან საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას წარმოადგენს, გია ბოკერიამ უპასუხა, რომ არჩევნების გარდა, ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

 

„არ შეიძლება იმ პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოში შესაძლებელია ძალაუფლების მიტაცება, რადგან მერე ეგ გზა მიდის წმინდა წყლის ავტორიტარიზმამდე. ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა საკითხი ვადამდელი არჩევნებისა, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები