პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

19.05.16 18:55


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტი არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადეს საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის და განაცხადეს, რომ ამ მისიებში საქართველოს, როგორც ერთერთი მსხვილი კონტრიბუტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.


წყარო : /www.frontnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები