ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს ვაჭრობაში 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული

15.09.16 21:45


ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2016 წლის მეორე კვარტალში ვაჭრობაში 10% -ით მეტი ადამიანი დასაქმდა.

მინისტრი დღეს თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ფრანგული ჰიპერმარკეტის „ბრიკორამას“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო. მისი განცხადებით, აღნიშნული ჰიპერმარკეტი არის უნიკალური მაღაზია, სადაც 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. მისივე თქმით, თვითონ „ბრიკორამა“, ეს არის ფრანგული ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტია, რომელიც აღნიშნულმა ბრენდმა ევროკავშირის გარეთ გახსნა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ჰიპერმაკრეტში წარმოდგენილია ძირითადად სამშენებლო პროდუქცია, რომელიც გვჭირდება რათა გავიუმჯობესოთ ცხოვრება.

მისივე თქმით, განხორციელდა 20 მილიონ ლარზე მეტი ადგილობრივი ინვესტიცია და დასაქმებულია 90-ზე ადამიანი.

„ბოლო პერიოდში ჩვენ გამოვაქვეყნეთ რამდენიმე სტატისტიკა. 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2016 წლის მეორე კვარტალში ვაჭრობაში 10%-ით მეტი ადამიანი დასაქმდა. დღეს ვაჭრობაში 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო 2015 წელთან შედარებით 14 000-ით მეტი ადამიანი დასაქმდა. ეს არის დადასტურება იმისა, თუ სად იქმნება ვაჭრობაში ადგილები, როგორ მიდის საქართველო წინ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები