პოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის

08.12.20 13:00


საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული.

 

პროცედურის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.

 

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები