პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი: ოპოზიციიდან 6-7 დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს

08.12.20 13:20


პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციიდან 6-7 დეპუტატი საპარლამენტო მანდატების გამოყენებას აპირებს. 


მისი თქმით, აღნიშნულ პირებთან „ქართული ოცნება“ პარალელურ მოლაპარაკებას აწარმოებდა.

 

„აღმოჩნდა, რომ თურმე პარალელური მოლაპარაკებებიც მიდის ოპოზიციის დეპუტატობის გარკვეულ კანდიდატებსა და ხელისუფლებას შორის. ეს დიდხანს ვერ დაიმალება. რამდენიმე დღეში მომსწრე უნდა გავხდეთ მათი გადაწყვეტილების, შევლენ თუ არა პარლამენტში. დაახლოებით 6-7 ადამიანია, რომელთა სახელებს არ ვიტყვი, ჯობია მათი საგმირო საქმეების შესახებ საზოგადოებამ თავად გაიგოს“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები