პოლიტიკა

ნიკა მელია: ალბათ ვიღაცებს აქვთ პარლამენტში შესვლის სურვილი, მაგრამ ეშინიათ

08.12.20 14:20


ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოლაპარაკების მე-4 რაუნდამდე პარტია „ლელოს“ ოფისში იკრიბებიან.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, შეხვედრების საჭიროება ყოველთვის იყო.

 

„ყველაფერს ბოლო, რომ მოეღოს იმ დოკუმენტის გასაჯაროვებაა საჭირო, რაზეც საუბარია ამ დღეების განმავლობაში, რაზე თანხმდება ან არ თანხმდება ოპოზიცია და ა.შ.

 

ამ ყველაფერს წერტილი დღეს დაესმევა, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მისი თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება.

 

„ვინმე თუ შევა ეს არ იქნება ოპოზიციონერი და დეპუტატი, ეს იქნება უბრალოდ რაღაც ნივთი. ვინმე თუ ცდუნებას ვერ გაუძლებს ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი.

 

შეიძლება იყოს ცალკეული საუბრები, 60 ადამიანზე თავს ვერ დავდებ“, - აცხადებს ნიკა მელია.

 

როგორც პარტიის წევრი აღნიშნავს, შესაძლოა, რომ პარლამენტში შესვლის სურვილი ვიღაცებს ჰქონდეთ.

 

„ალბათ ვიღაცებს აქვთ პარლამენტში შესვლის სურვილი, მაგრამ ეშინიათ საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები.

 

მე ვერავიზე ვერ დავდებ თავს 100%-ით. დარწმუნებული ვარ რომ ეს არჩევნები არ დაკანონდება“, - დასძინა ნიკა მელიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები