პოლიტიკა

ჩვენ უკვე ქვეყანაში მიღებული გვაქვს 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ - ტიკარაძე

08.12.20 14:40


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ჟანგბადის 1000 კონცენტრატორი ჩამოვიდა და ისინი საჭიროების მიხედვით გადანაწილდება სხვადასხვა კლინიკებში. მისივე თქმით, პაციენტების მიმართვიანობა კოვიდსასტუმროებში კიდევ უფრო გაიზარდა, რაც კიდევ უფრო ნაკლები პროესტის მიზეზს იწვევს ინფიცირებულებში:„გუშინ რეალურად დასრულდა ერთ-ერთი მთავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე ქვეყანაში მიღებული გვაქვს 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ, 300 Bipap high -flow, 50 high -flow და 500 Bipap, ესეც რეგიონების მიხედვით, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში, რაც, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს სასტუმროებში მკურნალობას გადის 3900 ჩვენი მოქალაქე, ძალიან მიხარია და ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ მიმღებობა სასტუმროს სივრცეებზე მკვეთრად არის გაზრდილი, ჩვენი პაციენტები გადიან იქ მკურნალობას და ეს აღარ არის გარკვეული უთანხმოების საფუძველი ჩვენს სასწრაფოს ბრიგადებს, პაციენტების ოჯახის წევრებსა და პაციენტებს შორის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც განტვირთვას, ასევე თვითონ პაციენტების მდგომარეობას. 16 ათასზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობით, ეს ყველაფერი ჯამურად ნიშნავს იმას, რომ დღესდღეობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ემსახურება, დაახლოებით, 30 ათასამდე კოვიდინფიცირებულს და თქვენ ხედავთ, რომ სერვისის მიწოდება არის უწყვეტი. ალბათ, სოციალურ ქსელებშიც მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა, რაც ჩვენც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო სტაბილურად გავაგრძელოთ ის ყველა საჭირო ცვლილება და გაუმჯობესება სისტემაში, რომელსაც ჩვენ გეგმურად მივყვებით,“- განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები