პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - აზრზე არ ვარ ვინ შედის პარლამენტში და ვინ-არა

08.12.20 15:40


ზოგადად ოპოზიციის პოზიციაა, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდასთან რამე შეთანხმება არ მოხდა, არ შედიან პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრა პოზიციების შეჯერებას ემსახურებოდა.

 

„აზრზე არ ვარ ვინ შედის პარლამენტში და ვინ არა. ზოგადად, ოპოზიციის პოზიციაა, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდასთან რამე შეთანხმება არ მოხდა, პარტიები არ შედიან. ეს შემიძლია გითხრათ. პრეზიდენტმა დანიშნა პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც სამ დღეშია შესაბამისად, მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება იყოს.

 

„ქართული ოცნება“ მოსულია კონკრეტული წინადადებით, იქიდან რაღაც პუნქტები გუშინაც გავიარეთ. რაღაც პუნქტებზე შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული პუნქტები, რომლებზეც ჯერჯერობით პოზიციების ერთმანეთისგან ძალიან შორსაა სამწუხაროდ“,-აღნიშნა მან.

 

ამასთან, როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მისი პარლამენტში შესვლა - არ შესვლა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე არაა მიბმული.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები