პოლიტიკა

ბესელია: ნებისმიერი ის პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტში შევა, კარიერას დაასრულებს

08.12.20 16:00


პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ნებისმიერი ის პოლიტიკოსი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევს და შევა პარლამენტში, თავის პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს. 

 

ეკა ბესელიას თქმით, ამ ვითარებაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მთლიანად დამაზიანებელი იქნება პოლიტიკური პროცესისთვის.

 

„ნებისმიერი ის პოლიტიკოსი პირველი სხდომა იქნება თუ მეხუთე, ამ ბოიკოტს დაარღვევს და შევა პარლამენტში ისე, რომ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული არჩევნების დანიშვნის თაობაზე, ის პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს.

 

რამდენი ხანი დარჩება პარლამენტში ამას აღარ ექნება მნიშვნელობა, ეს იქნება საკუთარი სიტყვის უპატივცემულობა, ეს იქნება საერთო საქმისთვის მიყენებული ზიანი, ეს იქნება მთლიანად პოლიტიკური პროცესის დაზიანება.

 

ბესელიას განცხადებით, ამომრჩეველმა მხარეებს შორის მოლაპარაკებების შესახებ დეტალები უნდა იცოდეს.

 

„ამდენი კონფიდენციალობაც არ არის საჭირო. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი“, - აცხადებს ბესელია.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები