პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ სხვის რიტორიკაზე, ბინძურ ქმედებებზე აყოლას, ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება

08.12.20 16:20


ჰკითხეთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გააკეთა იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანება. ასეთი ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან. ყველა საკითხზე ან შევთანხმდებით სულ ყველა ერთად ან ვერ შევთანხმდებით, მორჩა და დამთავრდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

მან უარყოფს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა. როგორც მან ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს.

 

„სამწუხაროდ, ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დააყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩემი ამოცანაა, რომ მოსახლეობის ის 30%, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა, ყველა უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოვებული წრიდან გამოვიდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ სხვის რიტორიკაზე, ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება. მე მინდა ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და თქვენ გინდათ მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში, მუდმივად პირველები. იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება ოპოზიციაში განხეთქილებას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. ჰკითხეთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გააკეთა იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანება.

ასეთი ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან. ყველა საკითხზე ან შევთანხმდებით სულ ყველა ერთად ან ვერ შევთანხმდებით, მორჩა და დამთავრდა!“- განაცხადა ვაშაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს Facebook-პოსტებში მიმართავენ და მათ მოუწოდებენ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღონ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები