პოლიტიკა

როცა აცხადებ ბოიკოტს და შემდეგ პარლამენტში შესვლის მიზნით გადათქვამ, ეს ამომრჩევლის უპატივცემულობაა - ხოშტარია

08.12.20 17:20


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და შემდეგ ამას გადათქვამს, ეს ამომრჩევის უპატივცემულობაა. მისი თქმით, შეთანხმების მიღწევის გარეშე პარლამენტში შესვლა დაუშვებელია:"როდესაც შენ ადამიანებს ეუბნები, რომ აცხადებ ბოიკოტს და არ შეხვალ პარლამენტში, თუ არ იქნება ხელახალი არჩევნები, აი, ამის გადათქმა, მით უმეტეს ისე, რომ არ ხსნი არაფერს, რა თქმა უნდა, არის ძალიან არაკეთილსინდისიერი, არაგამჭვირვალე, არანთანმიმდევრული და ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა.

 

ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დაუშვებელია პარლამენტში შესვლა ან რაიმე პროგრესზე საუბარი, ამიტომ დღეს კითხვა, რომელსაც დავსვამ შეხვედრაზე, არის ის, რომ ის ოპოზიციის წევრები, რომლებიც საუბრობენ პროგრესზე შეთანხმებაში, იმის პარალელურად, როცა ოცნება ამბობს, რომ არანაირ არჩევნებზე ლაპარაკი არ არის, უნდა ახსნან, რა პროგრესზე საუბრობენ და არის თუ არა ეს მათთვის შესვლის საფუძველი", - განაცხადა ხოშტარიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები