პოლიტიკა
09.12.20 10:45
ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლებისა და დიპლომატების შეხვედრების მე-4 რაუნდის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ერთიანი რჩება და პარლამენტში შესვლას შეხვედრებში მონაწილე არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ გეგმავს.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მემორანდუმიდან, რომელსაც ოპოზიციამ მოაწერა ხელი და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გულისხმობს, არცერთი ოპოზიციური პარტია არ გასულა:
“მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ნუ ინერვიულებენ რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება. მე შემიძლია გითხრათ “ლეიბორისუტლი პარტიის” პოზიცია, პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს.
პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ ქართული ოცნება სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის ბანდა.
ჩვენ დავაფიქსირეთი იგივე პოიზციები, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არავინ გასულა ამ დეკლარაციის ფორმატიდან”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ რიგ საკითხებში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში პროგრესია, კერძოდ, მისი თქმით, პოზიციები დაახლოვდა საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხებზე:
“ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი. 4 ძირითადი საკითხია- ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის საკითხი.
პირველ ორ საკითხზე დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით. როცა რეფორმირებაზე ვლაპარაკობთ, მთავარია როგორი კონსტრუქცია ექნება ცესკოს შემდგომი არჩენვებისთვის და ბევრი ტექნიკური საკითხია ამ მიმართულებით. ჩვენ უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვლარაკობთ, ვიდრე თამარ ჟვანია გადადგება თუ არა. ვსაუბრობთ ყველა საკითხზე.
პერსპექტივა აქვს მანამ, სანამ დიალოგი გრძელდება. რახან დიალოგი გრძელდება, პერსპექტივაც არის” ,- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე კი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პოზიციებს არ გაახმოვანებს, რადგან ფასილიტატორებისგან იყო თხოვნა შეხვედრის შესახებ დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავებაზე:
“რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე ფუნდამენტური სხვაობაა პოზიციების და შეთანხმების რესურსი არ ჩანს. ამის გარეშე ჩვენი პარტია არ განიხილავს კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას. ოპოზიციისთვის მთავარ სკითხებში ფუნდამენტური განსხვავებაა, საარჩევნო გარემოსთან და სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ რაღც საკითხებზე შეთანხმება შედგეს” ,- ამბობს დავით ბაქრაძე.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტში შესვლას გეგმავდა:
“სიახლე იყო მათი მხრიდან საარჩევნო სისტემებზე საუბარი. ეს არ იყო ჩვენი პოზიციები, ამას ისინი განიხილავენ. სანამ შეთანხმება არ მოხდება, პარლამენტში შესვლას არავინ განიხილავს. ყველა ის საკითხი დგას ჩვენთვისაც, რაც იდგა თავიდანვე. თუ ამ საკითხებზე შეთანხმება არ მოხდა, თუ არ დათანხმდა “ქართული ოცნება” საკითხებ, ჩვენ არ განვიხილავთ პარლამენტში შესვლას” ,- ამბობს გიორგი ვაშაძე.
მსგავსი პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომელიც აღნიშნავს, რომ “მოქალაქეები” ოპოზიციური ერთობის ერთგული არიან და პარლამენტში შესვლას არ ისინი განიხილავენ.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24