პოლიტიკა

უფლებამოსილებას პარლამენტი როცა შეიძენს - მთავრობას მოეხსნება

09.12.20 11:15


მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშნვნამდე. 


ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

 

პირველ სხდომას მინიმუმ 76 ადამიანი თუ დაესწრება, სხდომა უფლებამოსილი იქნება მუშაობა დაიწყოს. მინიმუმ 76 წევრმა პირველ რიგში უნდა ცნოს არჩეულად გამოცხადებული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება. არა მხოლოდ მათი, ვინც სხდომაზე მივიდა, არამედ ყველასი, ვინც ცესკო-მ არჩეულად გამოაცხადა.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, თუ ამ უფლებამოსილებაცნობილ წევრთა რაოდენობა 100 ან მეტი იქნება, პარლამენტი უკვე შეიძენს სრულ უფლებამოსილებას.

 

ამის შემდეგ, უფლებამოსილებას იხსნის მთავრობა.

 

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

 

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

 

პარლამენტის საუკეთესო არჩევნებში საუკეთესო შედეგი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. კონსტიტუციაში შესული ცვლილების თანახმად, პარტია დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებდა მთავრობას, თუ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე დაბალს მიიღებდა. „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% მიიღო. შესაბამისად, ის მთავრობას დამოუკიდებლად შექმნის. პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია გიორგი გახარია.

 

კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები