ეკონომიკა
09.12.20 17:00
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადგილობრივი მისიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეთანხმებების ფარგლებში, დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის საქართველო ჯამში მიიღებს 59.4 მილიონი ევროს (70 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) ოდენობის ფინანსური რესურსს, საიდანაც 42.4 მილიონი ევრო მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 16.9 მილიონი ევრო საინვესტიციო პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
„პროგრამის მიზანია, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა. იგი მოიცავს პროფესიული განათლების პრიორიტეტულ სექტორებში ხარისხის ამაღლებას, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას, პროფესიული სწავლების პროცესში ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას.
რაც შეეხება საინვესტიციო პროექტს – იგი ითვალისწინებს ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში მაღალი ხარისხისა და შესაბამისი მომზადების მისაღებად ორი პროფესიული ჰაბის შექმნას. ასევე, პროფესიული პროგრამების დანერგვას, დაახლოებით, 20 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, კარიერული სახელმძღვანელოსა და საკონსულტაციო სისტემის ჩამოყალიბებას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კერძო მართვის პილოტირებას, ელექტრონული სწავლების დანერგვას, გარდა ამისა, დისტანციურ და შერეულ სწავლებას, ინფექციის საპრევენციო ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24