პოლიტიკა

თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთეს შეუქმნის - ნინო ლომჯარია

10.12.20 16:20


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეათე მოწვევის პარლამენტის ხვალინდელ სხდომას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის, როგორც ომბუდსმენისთვის, წარმოუდგენელია ერთპარტიულ პარლამენტთან მუშობა.ლომჯარია იმედს იტოვებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდება, რადგან, სხვა შემთხვევაში ერთარიული პარლამენტის მმართველობა ქვეყანას დააზიანებს:

 

"ჩემი სურვილია და ძალიან დიდი იმედი, რომ მოხდება კონსენსუსი და პოლიტიკური შეთანხმება. თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის, მათ შორის მმართველი პარტიისთვის, ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის, წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან.

 

ომბუდსმენმა კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს, ცესკოს-თან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას, ძალის გამოყენებას, წინ არ უძღოდა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას. ასევე მიგვაჩნია, რომ გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული და აუცილებელი. ასევე დაშავდა არ ერთი ჟურნალისტი და მათი განცხადებით, მათ დამიზნებით ესროდნენ წყლის ჭავლს", - განაცხდა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები