პოლიტიკა

"ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო"- შალვა ნათელაშვილის საგანგებო მიმართვა

10.12.20 17:00


ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წერს. შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, პარტიის ხელმძღვანელ პირებზე დღეს, 10 დეკემბერს სასამართლო პროცესები ჩანიშნეს.


"ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო ოპოზიციური პარტიების მიმართ. დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს სასამართლო პროცესები ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ პირებზე, კერძოდ: საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი - სოფო გუგავა, კრწანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ალექს ბაღდასაროვი და ჩუღურეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ანი გუგავა - დაბარებული არიან დღეს მურუსიძის სასამართლოში.

 

ისინი დააკავეს ცესკოსთან როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ თამარ ჟვანიას უკანონო გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ემორჩილებოდეს ხალხის ნებას და რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, დაკავებულია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების დევნით", - წერს შალვა ნათელაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები