პოლიტიკა

კელი დეგნანი: გვინდა, რომ პარლამენტში ყველა არჩეული წევრი ვიხილოთ

11.12.20 12:20


საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მათ სურთ, პარლამენტში იხილონ ყველა არჩეული დეპუტატი.

 

„გასული 6 კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად, არჩევნებსა და კიდევ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დიდი განსხვავებების და პრობლემების მიუხედავად ისინი შეძლებენ ერთად მუშაობას.

 

გვინდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ ყველა არჩეული წევრი“, - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ცნობისთვის, დღეს რიგით მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

 

⬜ საკანონმდებლო ორგანოში მანდატები 9 პარტიამ მოიპოვა, თუმცა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მანდატების გამოყენებას არ აპირებენ.

 

⬜ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი უკვე შედგა კელი დეგნანის ხელმძღვანელობით.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები