პოლიტიკა

კობახიძის უმძიმესი ბრალდება ოპოზოციას: "გაყიდეს გარეჯი და მოკლეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე"

14.12.20 15:20


ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე პატიმრების თემა თავად მოიტანა, ხოლო ახლა, "თემის შემოტანას ფასილიტატორ ელჩებს აბრალებს".ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ოპოზიციის საქციელი სამარცხვინოა, რადგან ამ პოლიტიკურმა ძალებმა "გაყიდეს გარეჯი და მოკლეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე".

 

"მართლა მსოფლიო მასშტაბით გვჭრის ოპოზიცია თავს, როდესაც საუბრობენ, რომ ტყვეებით ვაჭრობენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები, ეს არის თავის მოჭრა. თითონ მოიტანეს ეს საკითხი მოლაპარაკებაზე და მერე ელჩებს დააბრალეს, რომ მათი შემოტანილი იყო. როდესაც გაყიდული გაქვს დავით გარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას როგორც ასეთს, მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ეს თავის მოჭრაა", - აცხადებს კობახიძე.

 

მისი თქმით, ასეთი ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის.

 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდი მმართველი გუნდი ტყვეებით ვაჭრობს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დაკავებულები მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან საპატიმროებიდან თუ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შევლენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები