ეკონომიკა

„თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნას ვგეგმავთ“ - ნათია თურნავა

14.12.20 15:40


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის თებერვალში საერთაშორისო ფრენებზე პრაქტიკულად ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. 

 


როგორც მან წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა დასასრულს უახლოვდება.

 

„დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს და ასევე, მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები