პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე - მინისტრთა კაბინეტის სიას წარადგენს პრემიერი, დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას

14.12.20 16:00


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება პრემიერის კომპეტენციაა და ყველა მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

 

აღნიშნული კომენტარით ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მოხვდება თუ არა განახლებულ მინისტრთა კაბინეტში.

 

„თქვენ იცით, რომ დღეს მოხდა პრემიერის წარდგენა. შესაბამისად, ეს შედის პრემიერის კომპეტენციებში, ის წარადგენს მინისტრთა კაბინეტის სიას და საზოგადოება გაეცნობა მის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი.

დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.

 

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

 

პროცედურის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

 

ამასთან, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები