პოლიტიკა
14.12.20 16:20
გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები და ამის ალტერნატივები არის ძალიან სახიფათო, ერთი - შეგუება იმასთან, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და მეორე - რევოლუცია და ჩვენ არც ეს გვინდა, ამიტომ არის ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალი, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ ქაღალდზე სისტემის ცვლილება არ შეიძლება საპირწონე გახდეს მოპარული არჩევნების ლეგიტიმაციის.
„ჩვენი ამოცანაა, ამ გაყალბებული არჩევნების, სადაც არ მოუპოვებია ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის მანდატი და მის რეჟიმს, რომელიც ცდილობს ლეგიტიმურობის გარეშე შეინარჩუნოს ხელისუფლება, ეს არ მიიღოს პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც ლეგიტიმური და ჩატარდეს ნორმალური ვადამდელი არჩევნები, ეს არის ჩვენი ამოცანა. მოლაპარაკებების სამიზნეც ეს არის. ამ ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის რადიკალური ცვლილებები და ასევე, საარჩევნო სისტემის შემდგომი ცვლილებები. ოღონდ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, „ევროპული საქართველოს” და ჩვენი პარტნიორების უმრავლესობის, რომ მხოლოდ ქაღალდზე სისტემის ცვლილება არ შეიძლება საპირწონე გახდეს მოპარული არჩევნების ლეგიტიმაციის. თამაშის წესებს, ქაღალდზე დაწერილს მნიშვნელობა აქვს, ოღონდ თუკი გასდის იმას ვისაც ძალაუფლება აქვს, რომ თამაშის წესები ფეხებზე დაიკიდოს და უმრავლესობის ნების გარეშე შეინარჩუნოს ძალაუფლება, ამ ზიანს ვერ აანაზღაურებ ვერანაირი ქაღალდზე დაწერილი რეფორმებით. ოპოზიცია მთლიანად არის მოწადინებული იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
მოლაპარაკებები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, პარალელურად გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტი სხვადასხვა ფორმით, პარალელურად ოპოზიცია გააგრძელებს ამომრჩევლებთან ინტერაქციას და ჩვენი ამოცანაა, რომ შიდა ზეწოლის და გარე ზეწოლის შედეგად, დროზე მოეგოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გონს, რომ ამ ვითარების შენარჩუნება და ქართული საზოგადოებისთვის იმის დაძალება, რომ უარი თქვას არჩევნებზე, როგორც ხელისუფლების შეცვლის ლეგიტიმურ მეთოდზე, ვერ მოხდება და როგორც კი მიხვდება, რომ ეს სცენარი მისთვის პერსონალურადაც საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ გვექნება შანსი ამ კრიზისიდან ნაკლების ზიანით გამოვიდეთ”, - განაცხადა ბოკერიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24