პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

14.12.20 17:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თომას მიულმენთან შეხვედრა გამართა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აგრეთვე, იმსჯელეს პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ტურიზმის აღდგენის აუცილებლობაზე.

 

„შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორმხრივ ინტერესს, გაფართოვდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და მოხდეს საქართველოში ავსტრიული ბიზნესისა და ინვესტიციების ზრდა. მხარეებმა ისაუბრეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ელჩმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირი-ს დასკვნა ჩატარებული არჩევნების შესახებ, არის ოქროს სტანდარტი და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი იძლევა. არჩილ თალაკვაძემ ელჩთან განიხილა ის შესაძლებლობები, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების გადასამოწმებლად. ასევე, ხაზი გაუსვა ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხრიდან საქართველოსთვის პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“,-აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები