პოლიტიკა

დღეს პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ

15.12.20 10:45


დღეს მეათე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე კომიტეტზე თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. კომიტეტების ძირითადი საქმიანობა ისევ დებულებების შემუშავება-დამტკიცება იქნება.

 

ამ დღის წესრიგით სხდომას გამართავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, განათლების, აგრარულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციისა და სხვა კომიტეტები.

 

მეათე მოწვევის პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე აირჩია. კენჭისყრაში 86 დეპუტატი მონაწილეობდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები